საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

6 апр. 2015 г.

ოლიმპიადა Eruditor

მოგესალმებათ ონლაინ განათლების პორტალი eruditor.ge!
მოგახსენებთ, რომ ჩვენი საიტის დახმარებით, გთავაზობთ:
  1. მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას ონლაინ ტესტების საშუალებით;
  2. იმ ფონზე, როდესაც სასკოლო პროცესში ამისთვის საკმარისი დრო არ რჩება, სახალისო ფორმით, თამაშ-თამაშით განვლილი მასალის გამეორებას;
  3. სკოლისთვის მადლობის სიგელის და ზოგ შემთხვევაში, პრიზების მოპოვებას;
  4. თქვენი სკოლის პოპულარიზაციას.
რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა მოსწავლემ eruditor.ge - ის ოლიმპიადებში?
  1. კითხვები შედგენლია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, პრაქტიკოსი პედაგოგების მიერ;
  2. კითხვები შედგენილია არა განსაკუთრებული სირთულის, არამედ ფაქტობრივი ცოდნის საფუძველზე - ჩვენ ვამოწმებთ მოსწავლის სასკოლო ერუდიციას;
  3. მონაწილე იმაღლებს ცოდნის დონეს - ტესტების კეთება შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობით;
  4. ტესტების გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია;
  5. სრულიად უფასოდ იმეცადინოს ძირითად სასკოლო საგნებში და დონეების მიხედვით გადალახოს VII-XII კლასების პროგრამული მასალა;
  6. VIII-X კლასების ოლიმპიადაში სრულიად უფასოდ, ხოლო XI-XII კლასებისოლიმპიადაში მინიმალური ღირებულებით (5 ლარი) მოიპოვოს სპეციალური დიპლომები და სოლიდური პრიზები:
    1. სასწავლო ვაუჩერები წარმატებულ უმაღლეს სასწავლებლებში
    2. პერსონალური კომპიუტერები
    3. ნეტ-ბუქები
    4. პლანშეტური კომპიუტერები
    5. მაჯის საათები
    6. მეხსიერების ბარათები

0 коммент.:

Отправить комментарий