საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

26 февр. 2017 г.

კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ცენტრში

24 თებერვალს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ცენტრში საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა"სიმართლე თებერვლის შესახებ".ამ ღონისძიებას დაესწრნენ ნანუკა დუდაშვილი,ლანა კაპანაძე,ნინო ბრეგვაძე,ქეთევან ნოზაძე,მარიამ მეგრელი დამონაწილეობა მიიღეს  კონკურსში"მე და ოკუპაცია" ასევე დაესწრნენ ლექციას"XX საუკუნის 20-იანი წლები და საქართველოს თავგა


დასავალი"(ლექცია წაიკითხა რუსუდან ნიშნიანიძემ).

24 февр. 2017 г.

შეხვედრა პოეტთან ქალბატონ იზა ჭიკაიძესთან


22 თებერვალს მე-20 საჯარო სკოლაში  უჩვეულო  ფუსფუსი იყო. ყველა ღელავდა სტუმრების მოლოდინში, მათ ხომ პოეტ იზა ჭიკაიძესთან ელოდათ შეხვედრა. ქალბატონ იზასთან ერთად ჩვენს სკოლას ესტუმრნენ პოეტის მეგობრები: ყველა ქართველისათვის ცნობილი და საყვარელი კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, ჩოხოსნების წარმომადგენელი ნინო ქავთარაძე, რუსთაველი პოეტი თამარ ჯაჭვაძე
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნიის წარმომადგენლები ბატონი ლევან ჟვანია, რომელმაც დაგვაკავშირა და შეგვახვედრა ქალბატონ იზას და ბატონი სოსო პირველი.

სკოლაში შექმნილი ლიტერატურული წრის წევრები გაეცნენ თუ არა პოეტ იზა ჭიკაიძის პოეზიას, გაჩნდა მასთან შეხვედრის სურვილი და მასწავლებლების: ნანა დათაშვილისა და მაია ვეფხოშვილის ხელმძღვანელობით მოოამზადეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.
ღონისძიება საოცრად თბილ გარემოში წარიმართა. ქალბატონი იზას ლექსებს ენაცვლებოდა მელოდია, სიმღერა, ისევ სიტყვა -გულიდან წამოსული და გულწრფელობით გაჯერებული, რომელთა მთავარი თემატიკა, პოეტისავე თქმით, უფლის სიყვარულია.




ღონისძების მონაწილეებსა და მსმენელებს ქალბატონმა იზამაც წაუკითხა ბოლო დროს დაწერილი ლექსები, უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს. თავის მხრივ ქალბატონი იზას ლექსები წაიკითეს ბატონმა ლევან ჟვანიამ, ქალბატონმა თამარ ჯაჭვაძემ.

                                                            
 


                                

სტუმრებს დიდი სიყვარულითა და მღელვარებით  შეუსრულა მე-8 კლასელმა ნინო პაქსაშვილმა მაცაცო სებისკვერაძის სიმღერა. ქალბატონი მაცაცო თბილი სიტყვებით მოეფერა ქალბატონ იზას, ჩვენს მოსწავლეებს და მათთან ერთად ექსპრომტად შეასრულა თავისი ცნობილი სიმღერა „მხარევ ლამაზო“.






საღამომ თბილ და საინტერესო გარემოში ჩაიარა. ქალბატონმა იზამ საკუთრი ლექსების კრებულით დააჯილდოვა მონაწილე ბავშვები. გადაიღო სამახსოვრო სურათები. ეს დღე ერთ სასიამოვნო და ლამაზ მოგონებად დარჩება თითოეული მონაწილისა და მაყურებლისთვის.







13 февр. 2017 г.

ლიტერატურული კონკურსი „წიგნიერი თაობა“

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, რეგიონში ა/წ 10 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით დაგეგმილია ლიტერატურული კონკურს-ფესტივალის ჩატარება, სახელწოდებით „წიგნიერი თაობა“. კონკურს-ფესტივალის მომზადებაზე იმუშავეს ქვემო ქართლის საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა. მასში ჩართული იქნება ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების 300-მდე მოსწავლე.


კონკურს-ფესტივალი ტარდება 2 ეტაპად: თავდაპირველად სკოლები გამოავლენენ კონკურსში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებს. ამ მიზნით სკოლას შეუძლია, ჩაატაროს შიდა სასკოლო შესარჩევი ტური, ან შიდა ტურის გარეშე შეარჩიოს ერთი მონაწილე. კონკურს-ფესტივალის I ეტაპი:
  ტესტირების ჩატარებას ორგანიზებას უწევს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. ტესტირება ტარდება რესურსცენტრის მიერ შერჩეულ რომელიმე სკოლაში.
 ტესტი შედგება 50 ღია ტიპის კითხვისგან. ტესტების შედგენაზე იმუშავა ფილოლოგების ჯგუფმა.
  ტესტირების მონაწილეებს მოეთხოვებათ:
 - აკა მორჩილაძის რომან „მამლუქის“,
 - გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „ვატერპოლოო ანუ აღდგენითი სამუშაოების“,
- გოდერძი ჩოხელის მოთხრობების: „თევზის წერილების“, „მართას“, „წერილი ნაძვებს“, - ჯემალ ქარჩხაძის რომან „ანტონიო და დავითის“,
 - კოტე ჯანდიერის რომან „გლობალიზაციის“ და
 - თამარ ფხაკაძის მოთხრობა „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ შინაარსის ცოდნა.

 ისინი წერილობით გასცემენ პასუხს კითხვებზე. პირველ ეტაპზე სავალდებულო ნაწარმოებების სია: 
- გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „ვატერპოლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, - გოდერძი ჩოხელის მოთხრობები: „თევზის წერილები“, „მართა“, „წერილი ნაძვებს“, - კოტე ჯანდიერის რომანი „გლობალიზაცია“.

მოსწავლეთა ტესტირების ნაშრომებს გაასწორებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მიერ შექმნილი 5-7-კაციანი კომისია.

 რეიტინგის მიხედვით ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები შეირჩევიან შესაბამისი მუნიციპალიტეტის გუნდში (7 მოსწავლის შემადგენლობით). თანაბარქულიან კონკურსანტებს შორის გაიმართება დამატებითი ტური ტესტირების ფორმით. კონკურს-ფესტივალის ფინალური ეტაპი: ფინალურ ეტაპზე მონაწილეობენ მუნიციპალიტეტების გუნდები - სულ შვიდი გუნდი (რუსთავი, გარდაბნი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი, წალკი, დმანისი).

ფინალური ჩატარების ადგილი: ქალაქ რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. თითოეული მუნიციპალიტეტის გუნდი შედგება 7 წევრისაგან. გუნდს ჰყავს არჩეული კაპიტანი, აქვს სახელწოდება;

 ფინალში მონაწილე გუნდებს შორის ჩატარდება შეჯიბრი ჟიურის მიერ მიცემული დავალებების მიხედვით. გუნდი შესაძლოა, მოამზადოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის რომელიმე მასწავლებელმა ან მასწავლებლებმა.
 გუნდებს მოუწევთ პასუხი როგორც შინაარსობრივ, ისე საანალიზო შეკითხვებზე (საანალიზო კითხვა განისაზღვრება 2 ქულით, შინაარსობრივი შეკითხვა კი - 1 ქულით);  კონკურს-ფესტივალის ფინალს გაუძღვება 2 წამყვანი.
 თითოეულ გუნდს მიეცემა წერილობით დავალებები, რომლებსაც შეასწორებს და შეაფასებს ჟიური.
 ჟიური შედგება 7 კაცისაგან: სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რეგიონის რესურსცენტრების წარმომადგენლები, მოწვეული თანამედროვე ქართველი მწერალი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.

 ფინალში აგრეთვე გაიმართება კაპიტნების კონკურსი ბლიც-შეკითხვების სახით - 1 წუთში ვინ უფრო მეტ სწორ პასუხს გასცემს.

განრიგი:
 • თებერვალი-მარტი - შიდა სასკოლო ტესტირება;
• 22 მარტი - ტესტირების I ეტაპის ჩატარება;
 • 20 აპრილი ფინალი, რუსთავი.

 კონკურს-ფესტივალის ინიციატორი: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია; 

ეტალონის ნახევარფინალისტები

16 თებერვალს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, გაიმართება ,,ეტალონის" ნახევარფინალი, რომელშიც მონაწილეობას ჩვენი სკოლის მოსწავლეები:
ლაშა გულაღაშვილი (მე-9 კლ), ლანა კაპანაძე (მე-9 კლ), მარი ბრეგვაძე (მე-10 კლ) და ნატა ჯალიაშვილი (მე-9 კლ) მიიღებენ.
შესარჩევი ტური ჩატარდა სკოლებში ელექტრონულად. მონაწილეობა მიიღო  მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის 51 მოსწავლემ. მათგან ნახევარფინალში მოსახვედრად სურვილი გამოთქვა 39-მა და მათგან გამსვლელი ქულა (50-ზე მეტი) 37-მა მოაგროვა. თუმცა რეიტინგული სიით მხოლოდ ოთხი აღმოჩნდა ნახევარფინალში.
წარმატებებს ვუსურვებთ გამარჯვებულებს შემდეგ ეტაპზეც!...

8 февр. 2017 г.

Kings- ის ოლიმპიადაში გამარჯვებულები

ჩვენი სკოლის კინგსელების არასრული შემადგენლობა :) გილოცავთ და ახალ-ახალ წარმატებებს გისურვებთ!....




6 февр. 2017 г.

კოდინგის (კომპიუტერული პროგრამირების) კლუბების საპილოტე პროექტი საქართველოს სკოლებში



ჩვენი სკოლა ჩართული კოდინგის (კომპიუტერული პროგრამირების) კლუბების საპილოტე პროექტიში საქართველოს სკოლებში.
ჩვენ სკოლასში პროექტში ჩართული ინფორმატიკის მასწავლებელი ქართლოს სამარგულიანი. 
6 თებერვალ ჩატარდა პირველი გაკვეთილი, რომელში ჩაერთნენ მე-7 მე-8 კლასის მოსწავლეები


 მოკლედ პროექტის შესახებ 


კომპიუტერული პროგრამირება და კომპიუტერული მეცნიერებები დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიოში დამოთხოვნა საგრძნობლად აჭარბებს მიწოდებას. STEM (ტექნიკურისექტორის პროფესიების 71% მოდის IT და კომპიუტერულ პროგრამირებაზეხოლო STEM საგნების უმაღლესდამთავრებულების მხოლოდ 8% გამოდის კომპიუტერული მეცნიერებისპროფესიონალიპროგნოზის მიხედვით 2020 წლისათვის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა გაიზრდება ევროპაში 800 000 პროფესიონალამდეხოლო ამერიკაში 1 000 000- გადააჭარბებს.

ევროპაში უკვე 15 ქვეყანა  ნერგავს პროგრამირებას და კომპიუტერულ მეცნიერებებს სკოლის კურიკულუმშიუკვე დანერგილია ავსტრიაშიფინეთშიდანიაშიესტონეთშიჩეხეთშისაფრანგეთში,უნგრეთშიირლანდიაშილიტვაშიმალტაშიესპანეთშიპოლონეთშიპორტუგალიაშისლოვაკეთში და დიდ ბრიტანეთშიაქედან 9 ქვეყანამ დანერგა დაწყებით კლასებშიპროგრამირება არ არისმხოლოდ უნარი იმ ადამიანებისთვის რომლებსაც სურთ ICT სექტორში მუშაობაარამედ იმისათვისრომ მოსწავლემ განივითაროს ლოგიკური აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარები.

საქართველოს სკოლებში კოდინგის (პროგრამირების) კლუბების საპილოტე პროექტის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიკომპანია Microsoft და საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia.

პროგრამირების კლუბებში სასწავლო რესურსად გამოყენებული იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილიუფასო საგანმანათლებლო ფლატფორმა Code.org. Code.org არის პროგრამირებისსაფუძვლების უფასო სასწავლო პლატფორმა სკოლის ასაკის ბავშვებისათვისმას მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებსროგორც საკლასო ოთახებშიასევე დამოუკიდებლად. 2016 წელსსაგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia- მოახდინა აღნიშნული პლატფორმის ქართულ ენაზე ლოკალიზება.
 







"გახდი აქტიური მოქალაქე"

ფონდი საქართველოს ბავშვთა ფედერაცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამრეთ კავკასიაში შევეციცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით "გახდი აქტიური მოქალაქე"

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას მათი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობას.
პროექტი ხორციელდება ქვემო ქართლის მაშტაბით.  ჩვენი ქალაქიდან ჩართული არიან 1; 14;16;20;24;26;25;28;12  სკოლიდან თითი მოსწავლე.
პირველ ეტაპზე გაიმართა ბანაკი ბაკურიანში, სადაც მოსწავლეებმა გაირაეს ტრენინგები და მათ მიენიჭათ თანასწორ განმანათლებლების სტატუსი. შემდეგ მოსწავლეებს თავიანთ სკოლებში უნდა ჩაეტარებინათ ტრენინგები თავიანთი თანატოლებისათვის.

პროექტის ფარგლებში მოსწავლები მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე თავის სკოლის აქტიურ მეგობრებთან ერთად.

პროექტის ფარგლებში 30 იანვარს გაიმართა შეხვედრა რუსთავში საკრებულოს თავჯდომარესთან ბატონ დავით მაღლაკელიძესთან  და მის მოადგილეებთან: ბატონ გოჩა   შავაძესთან  და ნინო ლომიძესთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ბატონი მამუკა აბაშიძე, გიორგი ტუხაშვილი, ზვიად სეხნიაშვილი. შეხვედრისას ბატონმა დავითმა მოსწავლეებს გააცნო საკრებულოს მუშაობა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. შემდგომ მოსწავლეებს მიეცათ საშუალება კითხვები დაესვათ და მიეღოთ პასუხები.

ჩვენი სკოლიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის რუსთავის კოორდინატორი ხათუნა ციხელაშვილი და ჩვენი სკოლის მოსწავლეები ლანა კაპანაძე, მარიამ ჯიმშიაშვილი, ნანუკა დუდაშვილი