ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, რეგიონში ა/წ 10 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით დაგეგმილია ლიტერატურული კონკურს-ფესტივალის ჩატარება, სახელწოდებით „წიგნიერი თაობა“. კონკურს-ფესტივალის მომზადებაზე იმუშავეს ქვემო ქართლის საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა. მასში ჩართული იქნება ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების 300-მდე მოსწავლე.
ტესტირების ჩატარებას ორგანიზებას უწევს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. ტესტირება ტარდება რესურსცენტრის მიერ შერჩეულ რომელიმე სკოლაში.
ტესტი შედგება 50 ღია ტიპის კითხვისგან. ტესტების შედგენაზე იმუშავა ფილოლოგების ჯგუფმა.
ტესტირების მონაწილეებს მოეთხოვებათ:
- აკა მორჩილაძის რომან „მამლუქის“,
- გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „ვატერპოლოო ანუ აღდგენითი სამუშაოების“,
- გოდერძი ჩოხელის მოთხრობების: „თევზის წერილების“, „მართას“, „წერილი ნაძვებს“, - ჯემალ ქარჩხაძის რომან „ანტონიო და დავითის“,
- კოტე ჯანდიერის რომან „გლობალიზაციის“ და
- თამარ ფხაკაძის მოთხრობა „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ შინაარსის ცოდნა.
ისინი წერილობით გასცემენ პასუხს კითხვებზე. პირველ ეტაპზე სავალდებულო ნაწარმოებების სია:
- გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „ვატერპოლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, - გოდერძი ჩოხელის მოთხრობები: „თევზის წერილები“, „მართა“, „წერილი ნაძვებს“, - კოტე ჯანდიერის რომანი „გლობალიზაცია“.
მოსწავლეთა ტესტირების ნაშრომებს გაასწორებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მიერ შექმნილი 5-7-კაციანი კომისია.
რეიტინგის მიხედვით ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები შეირჩევიან შესაბამისი მუნიციპალიტეტის გუნდში (7 მოსწავლის შემადგენლობით). თანაბარქულიან კონკურსანტებს შორის გაიმართება დამატებითი ტური ტესტირების ფორმით. კონკურს-ფესტივალის ფინალური ეტაპი: ფინალურ ეტაპზე მონაწილეობენ მუნიციპალიტეტების გუნდები - სულ შვიდი გუნდი (რუსთავი, გარდაბნი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი, წალკი, დმანისი).
ფინალური ჩატარების ადგილი: ქალაქ რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. თითოეული მუნიციპალიტეტის გუნდი შედგება 7 წევრისაგან. გუნდს ჰყავს არჩეული კაპიტანი, აქვს სახელწოდება;
ფინალში მონაწილე გუნდებს შორის ჩატარდება შეჯიბრი ჟიურის მიერ მიცემული დავალებების მიხედვით. გუნდი შესაძლოა, მოამზადოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის რომელიმე მასწავლებელმა ან მასწავლებლებმა.
გუნდებს მოუწევთ პასუხი როგორც შინაარსობრივ, ისე საანალიზო შეკითხვებზე (საანალიზო კითხვა განისაზღვრება 2 ქულით, შინაარსობრივი შეკითხვა კი - 1 ქულით); კონკურს-ფესტივალის ფინალს გაუძღვება 2 წამყვანი.
თითოეულ გუნდს მიეცემა წერილობით დავალებები, რომლებსაც შეასწორებს და შეაფასებს ჟიური.
ჟიური შედგება 7 კაცისაგან: სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რეგიონის რესურსცენტრების წარმომადგენლები, მოწვეული თანამედროვე ქართველი მწერალი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.
ფინალში აგრეთვე გაიმართება კაპიტნების კონკურსი ბლიც-შეკითხვების სახით - 1 წუთში ვინ უფრო მეტ სწორ პასუხს გასცემს.
განრიგი:
• თებერვალი-მარტი - შიდა სასკოლო ტესტირება;
• 22 მარტი - ტესტირების I ეტაპის ჩატარება;
• 20 აპრილი ფინალი, რუსთავი.
კონკურს-ფესტივალის ინიციატორი: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია;
0 коммент.:
Отправить комментарий