საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

6 февр. 2017 г.

"გახდი აქტიური მოქალაქე"

ფონდი საქართველოს ბავშვთა ფედერაცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამრეთ კავკასიაში შევეციცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით "გახდი აქტიური მოქალაქე"

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას მათი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობას.
პროექტი ხორციელდება ქვემო ქართლის მაშტაბით.  ჩვენი ქალაქიდან ჩართული არიან 1; 14;16;20;24;26;25;28;12  სკოლიდან თითი მოსწავლე.
პირველ ეტაპზე გაიმართა ბანაკი ბაკურიანში, სადაც მოსწავლეებმა გაირაეს ტრენინგები და მათ მიენიჭათ თანასწორ განმანათლებლების სტატუსი. შემდეგ მოსწავლეებს თავიანთ სკოლებში უნდა ჩაეტარებინათ ტრენინგები თავიანთი თანატოლებისათვის.

პროექტის ფარგლებში მოსწავლები მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე თავის სკოლის აქტიურ მეგობრებთან ერთად.

პროექტის ფარგლებში 30 იანვარს გაიმართა შეხვედრა რუსთავში საკრებულოს თავჯდომარესთან ბატონ დავით მაღლაკელიძესთან  და მის მოადგილეებთან: ბატონ გოჩა   შავაძესთან  და ნინო ლომიძესთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ბატონი მამუკა აბაშიძე, გიორგი ტუხაშვილი, ზვიად სეხნიაშვილი. შეხვედრისას ბატონმა დავითმა მოსწავლეებს გააცნო საკრებულოს მუშაობა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. შემდგომ მოსწავლეებს მიეცათ საშუალება კითხვები დაესვათ და მიეღოთ პასუხები.

ჩვენი სკოლიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის რუსთავის კოორდინატორი ხათუნა ციხელაშვილი და ჩვენი სკოლის მოსწავლეები ლანა კაპანაძე, მარიამ ჯიმშიაშვილი, ნანუკა დუდაშვილი



0 коммент.:

Отправить комментарий