22 თებერვალს მე-20 საჯარო სკოლაში უჩვეულო
ფუსფუსი იყო. ყველა ღელავდა სტუმრების მოლოდინში, მათ ხომ პოეტ
იზა ჭიკაიძესთან ელოდათ შეხვედრა. ქალბატონ იზასთან ერთად ჩვენს სკოლას ესტუმრნენ პოეტის მეგობრები: ყველა ქართველისათვის
ცნობილი და საყვარელი კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, ჩოხოსნების წარმომადგენელი ნინო ქავთარაძე, რუსთაველი პოეტი თამარ ჯაჭვაძე
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნიის წარმომადგენლები ბატონი
ლევან ჟვანია, რომელმაც დაგვაკავშირა და შეგვახვედრა ქალბატონ იზას და ბატონი სოსო პირველი.
სკოლაში შექმნილი ლიტერატურული წრის წევრები
გაეცნენ თუ არა პოეტ იზა ჭიკაიძის პოეზიას, გაჩნდა მასთან შეხვედრის სურვილი და მასწავლებლების: ნანა დათაშვილისა და მაია ვეფხოშვილის ხელმძღვანელობით მოოამზადეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.
ღონისძიება საოცრად თბილ გარემოში წარიმართა. ქალბატონი იზას ლექსებს ენაცვლებოდა მელოდია, სიმღერა, ისევ სიტყვა -გულიდან წამოსული და გულწრფელობით გაჯერებული,
რომელთა მთავარი თემატიკა, პოეტისავე თქმით, უფლის სიყვარულია.
ღონისძების მონაწილეებსა და მსმენელებს ქალბატონმა იზამაც წაუკითხა ბოლო დროს დაწერილი ლექსები, უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს. თავის მხრივ ქალბატონი იზას ლექსები წაიკითეს ბატონმა ლევან ჟვანიამ, ქალბატონმა თამარ ჯაჭვაძემ.
ღონისძების მონაწილეებსა და მსმენელებს ქალბატონმა იზამაც წაუკითხა ბოლო დროს დაწერილი ლექსები, უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს. თავის მხრივ ქალბატონი იზას ლექსები წაიკითეს ბატონმა ლევან ჟვანიამ, ქალბატონმა თამარ ჯაჭვაძემ.
სტუმრებს დიდი სიყვარულითა და მღელვარებით
შეუსრულა მე-8 კლასელმა ნინო პაქსაშვილმა
მაცაცო სებისკვერაძის სიმღერა. ქალბატონი მაცაცო თბილი სიტყვებით მოეფერა ქალბატონ იზას, ჩვენს მოსწავლეებს და მათთან ერთად ექსპრომტად
შეასრულა თავისი ცნობილი სიმღერა „მხარევ ლამაზო“.
საღამომ თბილ და საინტერესო გარემოში ჩაიარა. ქალბატონმა იზამ საკუთრი ლექსების კრებულით დააჯილდოვა მონაწილე ბავშვები. გადაიღო სამახსოვრო სურათები.
ეს დღე ერთ სასიამოვნო და ლამაზ მოგონებად დარჩება თითოეული მონაწილისა და მაყურებლისთვის.
0 коммент.:
Отправить комментарий