საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

22 нояб. 2010 г.

გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღე


17 ნოემბერს გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღეს ქ. რუსთავის მე–20 საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით :"ქარი ქრის ...ქარი ქრის". ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მზია ჩოქურმა მოკლედ ისაუბრა დიდი მწერლის ბიოგრაფიის შესახებ. მე–5 დან მე–12 კლასების ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა გალაქტიონის შემოქმედებიდან წაიკითხეს ლექსები. მხატვრულ კითხვაში აქტიურად ჩაერთო სკოლის დირექტორი ქალბატონი ნელი ღოლიჯაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა ბერძენიშვილი.

საინფორმაციო მენეჯერმა მოსწავლეებს მოუმზადა და აჩვენა გალაქტიონის სახლ–მუზეუმი, სამუშაო ოთახი და ჩანაწერები, სადაც თვითონ პოეტი კითხულობს ნაწყვეტს თავისი შემოქმედებიდან .

0 коммент.:

Отправить комментарий