ფიზიკის მასწავლებლებისათვის
10 лет назад
სკოლის ოფიციალური ბლოგი
პირველკლასელებმა გამოავლინეს ამ დრომდე მიღებული ცოდნა. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ თავი გამოეჩინათ სტუმრებთან და ყოფილიყვნენ აქტიურები. ისაუბრეს შემოდგომაზე, სამშობლოზე, იაკობ გოგებაშვილზე და დაახასიათეს ანბანის პირველი ასოები. შეადგინეს პატარა მოთხრობა " აი-ია" ზე. გაკვეთილის ბოლოს თითოეულმა ბავშვმა გამოწერა იის მიერ გამოგზავნილ ბარათებზე "ი" და "ა" ასოები მასწავლებლის დახმარებით.

ქალაქ რუსთავის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ბიბლიოთეკამ, რუსთავ ქალაქობასთან დაკავშირებით გამოაცხადა ხატვის კონკურსი თემაზე "მე მიყვარს რუსთავი", სადაც აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები. კონკურსში მონაწილეობისათვის გადაეცათ სიგელები მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს.
დაჯილდოვდნენ: მე-2 ა კლასის დამრიგებელი ნინო ჯიმშელაძე, მოსწავლეები: თამთა ვაზაგაევი, მარიამი მამულაშვილი, ელენე ბერბიჭაშვილი, მარიამ ზაქარიაშვილი.
მე-3 ბ კლასის დამრიგებელი ირმა წინწალაშვილი, მოსწავლე: ნინო ჯუღელი, მარიამ მარუშაშვილი, ნინო ყავრელიშვილი, გრიგოლ თურქაძე, ნია შათირიშველი, საბა ტურქაძე.
11 ოქტომბერს თამაშები „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა რუსთავი - N 10 საჯარო სკოლაში.
ქ.რუსთავი , მეგობრობის 35 ა
ტელ.: 0341 22 30 61
ელ-ფოსტა: rustavi20@gmail.com
rusrustavi20@mes.gov.ge