
დაჯილდოებაზე პირველი სემესტრის საქმიანობის შეჯამება პრეზენტაციის სახით დამსწრე საზოგადოებას აჩვენა სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა ხათუნა ციხელაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდა რუსთვის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან წარმომადგენელი ქალბატონი ნინო ცინდელიანი, რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ბატონი მუსტაფა ჩირიში.
დაჯილდოების ცერემონია გაამრავალფეროვნეს მოსწავლეებმა ღონისძიებით (ხელმძღვანელი: მაია ვეფხოშვილი, ნინო ბიძინაშვილი)
ეს დღე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოწვეული თითოეული მშობელისა და მოსწავლისათვის.
გვიმრავლოს წარმატებული მოსწავლეები და გახარებული მშობლები!...
0 коммент.:
Отправить комментарий