საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

20 мая 2015 г.

,,სული ლექსით გვიდგას"

ქართველი ემიგრანტის, მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ჯიმშერ ბედიანაშვილისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსში ,,სული ლექსით მიდგას", რომელიც მეხუთე წელია რუსთავის #5 საჯარო სკოლაში ტარდება, ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ აკაკი გორგიაშვილმა I ადგილი მოიპოვა.
ვულოცავთ აკაკის ამ წარმატებას და  იმედი გვაქვს  არაერთხელ მოგვხიბლავს ის თავისი პოეტური ნიჭით!...

გთავაზოთ აკაკი გორგიაშვილის კონკურსზე წარდგენილ ლექსებს:
                      
                     * * *

სისხლით
და ნაღველით შეთითხნილ ღობეზე,
ყვავილებს ხატავდა უნიჭოდ მხატვარი,
 
პალიტრა დაღვრილი, ფერებად მოლბერტზე,
 
ელოდა ნაცრისფერ სიძველეს, საძვალის,
წიაღში. სად წმინდა ნაწილი მამათა,
 
სუიციდს განიცდილებს და ვერ წეს აგებულთ,
 
უშრეტი ცეცხლით მწველ ცოდვიან მავანთა,
 
ლოცვას ვერ ბედავდნენ, და თითქოს წაგებულს,
ტოვებდნენ ბრძოლის ველს, რომელსაც სიცოცხლე,
უწოდეს სახელად, სულმოკლე გვამებმა,
 
შენთვის თუ არ ძალგიძს, მაშ სხვისთვის ილოცე,
აბჯარი გახიე დოგმათა, თავნებავ.
ცივი მზე სველ კედლებს ცრემლივით გალუმპავს,
ფასეულს, უფასო ნივთებად გარდაქმნის,
 
ვის ზურგისშექცევა დააზრობს, დაღუპავს,
თუ მწვანე ცხენზე ზის სიკვდილი სად დაქრის?
სადაა ამ წამში, როს ყოველ კუთხეში,
 
უხმობენ,საბრალო ცოდვილთა სულები,
და ბედთან ჩარევის მეთოდი უხეში,
 
ყელამდე მოვიდა.და თითქოს ულევი,
გვამია ამ ქსელის თითოეულ კუთხეში,
 
სიკვდილის უფლება,არა გვაქვს მოკვდავებს,
სიცოცხლის უფლებას გვართმევს თვით სამყარო, და გმობს,
ეს კაცთ მოდგმა,დოგმებთან მოდავეს.
მაინც მსურს ნათელი ბნელისგან გავყარო
 და არა, ისე ვით სამყაროს შექმნისას,
 
ხერხემალდამტვრეულს, დავაგდებ ბელზებელს.
გავტეხავ ლურჯ კოლბას, უტყვ სულთა სევდისას,

და ფრთებად შევასხამ, სიმართლეს ბევრზე ბევრს
 ღიმილით გააღებს, ქოხის კარს მეთევზე,
თვლის უფლის წყალობას არ აქვსო საზღვარი,
ვარდისფერ ყვავილებს ხატავდა კედელზე,
 
მზის სხივთა პალიტრით, ნათელი მხატვარი.


          
* * *
შენ ჩემში ყვავილობ,
მე-თებერვალები
ზამთრის ურცხვ ღამეებს
მოვყევი სიზმრებში
ვნებისგან დამცხრალი
დახარე თვალები
და
შეგრჩი დაწერილ
რითმებად თითებში.

     ვიხსენებ უნაკლო
   
მუხლებს და თეძოებს
   
სიზმარის სიცხადეს
   
ვნატრობ და მოველი
   
თვალს ვავლებ ცარიელ
   
შუკებს და ეზოებს
     სულში ჩამისახლდა
     ჟულიენ სორელი.

პატივს არ დავეძებ
აქ
მხოლოდ ვნებაა
და
შენში სინაზის
სხივებად
ვსხივდები
ვსვამ
სასმელს, მომთენთავს
ეს
გრძნობა შვებაა.
ყველა მოლეკულით
ატომით
მინდები.

     
თუ ახლავს ნოემბერს
     
სუსხი და ტკივილი
       თებერვლის
სიზმრიან
     
 ღამეში დაგიცდი...
     
ფარდაგებს დაგიგებ
       ვარდის
და გვირილის
       ხალათად
მზის სხივის
     
 სინათლე ჩაიცვი.

შენ ჩემში ყვავილობ
მე
-თებერვალები
ზამთრის
ურცხვ ღამეებს
მოჰყევი სიზმრებში...
ვნებისგან დაცლილი
დახარე თვალები
და
შემრჩი გარითმულ
ფრაზებად თითებში

0 коммент.:

Отправить комментарий