საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

1 июн. 2015 г.

წარმატებების კალეიდოსკოპი

*********
ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე გიგა ღრუბელაშვილმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე მან 1-ლი ადგილი დაიმსახურა.





******
1-ლი ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მე-2 კლასის მოსწავლემ, პატარა მოცეკვავემ ელენე ტალახაძემ, ბაქოში ჩატარებულ ტურნირში.
******
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ფეხბურთში, კალათბურთში, ჩოგბურთში.
გოგონების კალათბურთში, ჩვენმა მოთამაშეებმა: ნათია სიფრაშვილმა,თიკო კუჭუაშვილმა, მარიამ ჯიქიძემ, ნატა ჯალიაშვილმა იყოჩაღეს და მე-2 ადგილი დაიკავეს




******
კალიგრაფიის კონკურსში ფინალში წარმატებით მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა  მე-6 კლასის მოსწავლე ლაშა მალუტაშვილი.






*******
ლიტერატურულ კონკურსში ,,გალაკტიონობა" საკუთრი ლექსებით წარსდგა ჟიურის წინაშე ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები: აკაკი გორგიაშვილი და დათო კეკელია. მათ ვანში ჩატარებულ ფინალურ ტურში  მე-2 და  მე-3 ადგილები გაინაწილეს.

*****
სიჩუმე, სიჩუმე, ყველანი გაჩუმდეს,
ფრაზები გაჩუმდნენ მიეცნენ სიმშვიდეს,
ვხვდები რომ ჭაღარა ნელ-ნელა შავდება,

აქ ღია ფერები ფეხს ვეღარ იკიდებს.
აქ მუდამ ვმოძრაობთ შავბნელი ფერებით,
შავი კი შაურად შორიდან ნაოსნობს,
სითეთრე დანებდა, ასწია ხელები,
აქ შავი ლიდერობს, აქ შავი თაოსნობს.
აქ ბევრი მიიწევს უმიზნო მიზნისკენ,
აქ ბევრმა დაკარგა ნათელი ღიმილი,
რაღაცა ხმა მესმის უცნობი ნოტებით,
სითეთრემ იჩივლა, აქ არ ჭრის ჩივილი.
ხმა ისევ გაისმა და ვხვდები აშკარად,
სიჩუმემ სიჩუმის დარღვევა ინება,
სიბნელე შიშისგან სრულია გათეთრდა
და მისი ნავი კი წაიღო დინებამ.
ჭაღარა გათეთრდა და ისევ ლამაზად,
მოხუცის თმებს ადევს სამეფო გვირგვინად,
ღიმილიც გამოჩნდა დაღლილი ლოდინით,
დღეები, წუთები, წამები ირბინა.
და ასე გრძელდება შავ-თეთრი ომები,
ფანჯრიდან ვუყურებ შავ-თეთრი ტკივილით,
შავ-თეთრი,შავ-თეთრი,შავ-თეთრი გრძნობები,
სახეზე ნათელი, ნათელი ღიმილი.

დ.კეკელია

 ******
თამბაქოს წინაარმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ აქციაში მონაწილეობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: მარიამ ზაელურმა, მარიამ ინასარიძემ, ბექა ჩაჩანიძემ და ნინო მურჯიკნელმა მიიღეს. მათმა  ნახატებმა მოწონება დაიმსახურა და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეები  დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ნინო მურჯიკნელი

ბექა ჩაჩანიძე ,,თამბაქო რაჭული სიკვდილია"



















მარიამ ზაველური ,,ნუ გახდები თამბაქოს მსხვერპლი!"
      
მარიამ ინასარიძე ,,არ დაემორჩილო!'





















წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს! სკოლა ამაყობს მათი გამარჯვებებით და გვჯერა, მომავალში არა ერთხელ გაიჟღერებს  მათი სახელები, არა ერთხელ მოიპოვებენ წარმატებებს თავიანთი ნიჭის, უნარებისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად!....

0 коммент.:

Отправить комментарий