საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

27 нояб. 2014 г.

https://www.facebook.com/video.php?v=1539936356246153&pnref=story

შეხვედრა პოეტ ბესიკ ზაალიშვილთან

21 ნოემბერს რუსთავის N 20 საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა რუსთაველ პოეტ ბესიკ ზაალიშვილთან. სტუმარმა მოსწავლეებს წაუკითხა ლექსები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. გარდა ამისა, ბავშვები დაინტერესდნენ პოეტის ბიოგრაფიით, მისი პოეზიის არსითა და სიმბოლოებით.

25 нояб. 2014 г.




23 нояб. 2014 г.

დაწყებითი კათედრის კვირეული

 21 ნოემბერს დასრულდა დაწყებითი კლასების კვირეული და ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება .მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები,იცეკვეს ,იმღერეს სა ხალისიანად გააციელეს ბარაქიანი შემოდგომა








დაწყებითი კათედრის კვირეული

20ნოემბერს, დაწყებით კლასის მასწავლებლებმა მოაწყეს "ბარაქიანი შემოდგომის" კუთხეები. ხილთა მრავალფეროვნებამ და ნახატების სიჭრელემ, საზეიმო განწყობა შეუქმნეს, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებსა და მშობლებს.






20 нояб. 2014 г.

სკოლის კურთხევა

ქ.რუსთავის #20 საჯარო  სკოლის მატიანეს კიდევ ერთი სასიამოვნო და მადლით სავსე დღე მიემატა. სკოლა აკურთხა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა პეტრემ.


შემოდგომის ზეიმი ნინო ჩალაძის კლასში

2014წლის 12 ნოემბერს 1აკლასში ჩატარდა ღია საკლასო ღონისძიება "შემოდგომა"
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები , აღწერეს  ბუნება შემოდგომაზე, ამ სეზონისათვის დამახასიათებელი მოვლენებიც ჩამოთვალეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს .




19 нояб. 2014 г.

17 ნოემბერს დაწყებით კლასებში დაიწყო კვირეული, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა დახატეს ბარაქიანი შემოდგომა და მოაწყვეს ნახატების გამოფენა .







17 нояб. 2014 г.

მუსიკალური კასთინგი

რუსთავის N 20 საჯარო სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ !

19 ნოემბერს 14 საათზე სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართება  მუსიკალური კასთინგი.

კასთინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს, ვისაც უყვარს სიმღერა და სურვილი აქვს გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.



ვიზიტი თეატრში

17 ნოემბერს რუსთავის გ.ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში ჩატარდა სპექტაკლი, სახელწოდებით "სამეფო ზღაპრები". ამ სპექტაკლს დაესწრნენ რუსთავის #20 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც. სპექტაკლი იყო იუმორისტული,ძალიან საინტერესო და სახალისო, რის გამოც მოსწავლეებმა დიდი სიამოვნება მიიღეს და კმაყოფილნი და შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდენ.

ახალი ნერგები სკოლის ეზოში

რუსთავის N 20 საჯარო სკოლა შეუერთდა გამწვანების აქციას. სკოლის დებატ-კლუბის "ერუდიტის" მიერ გამოვლენილი პრობლემებიდან ერთ-ერთი საკითხი სკოლის ეზოს გამწვანებაც იყო. სკოლის დირექტორის თხოვნითა და დეპუტატ თენგიზ ტაბატაძის დახმარებით მოსწავლეების მიერ დებატებზე გამოტანილი პრობლემა მოგვარდა და მოსწავლეების მიერ  სკოლის ეზოში 25 ნერგი დაირგო.



16 нояб. 2014 г.

დასკვნითი კონფერენცია "დებატების სკოლა- 2014 "

15 ნოემბერს მასწავლებელთა სახლში გაიმართა პროექტის  "დებატების სკოლა- 2014 " დასკვნითი კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები და სულის ჩამდგმელები იყვნენ "მეგობრობის ხიდი ქართლოსი" და "პოლონეთის სამოქალაქო განათლების ცენტრი".

აღნიშნულ კონფერენციაში  ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლის დებატ-კლუბი "ერუდიტორიც" მონაწილეობდა. კონფერენციას  ესწრებოდნენ პროექტში ჩართული 16 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. კონფერენცია დატვირთული იყო აქტივობებით და ვორკ-შოუპებით. მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები ფლიფჩარტებზე მათ მიერ პროექტის ფარგლებში დებატების  მოსამზადებლად ჩატარებული საქმიანობის შესახებ. მონაწილეებმა  ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და შთაბეჭდილებები, მიიღეს სიმბოლური საჩუქრები. კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატები და კალენდრები.
 ქალაქ რუსთავის თვითმართველობის ინიციატივით ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა გამწვანების აქცია. აღნიშნულ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს რუსთავის N 20 საჯარო  სკოლის მასწავლებლებმა. მათი მონაწილეობით კულტურის პარკს შეემატა 50 ნერგი

კლასის საათი ვაჟა-ფშაველას მოთხრობებზე

14 ნოემბერს ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში (ბიბლიოთეკარი: ნანა დათაშვილი) მე-3 გ კლასში (დამრიგებელი: ირმა ოსიტაშვილი) ჩატარდა კითხვის გაკვეთილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მიხედვით. მოსწავლეებმა პოეტის შესახებ მოიძიებული ინფორმაციის  მულტიმედიური პრეზენტაციები წარმოადგინეს და


წაიკითხეს მისი მოთხრობები. როლებში წაიკითხეს ეპიზოდები " შვლის ნუკრის ნაამბობიდან" . მოსწავლეებმა გაანალიზეს შინაარსი და გააკეთეს დასკვნები.