საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

16 нояб. 2014 г.

ბარაქიანი შემოდგომა


ჩვენს სკოლაში პირველი კლასის პედაგოგებმა ჩაატარეს ღია საკლასო საათი თემაზე: "ბარაქიანი შემოდგომა". მოსწავლეებმა აღწერეს შემოდგომა და მისი თვეები, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს ბარაქიან შემოდგომაზე, იცეკვეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს. ღია კლასის საათში აქტიურად  ჩაერთვნენ მშობლები, რომლებმაც შემოდგომის ნობათით გაულამაზეს პატარებს საზეიმო განწყობა,  მოხარშეს ფელამუში  და ჩურჩხელების ამოვლებაში დაეხმარნენ პირველკლასელებს.კლასის საათს დაწყებითი კლასის კათედრასთან ერთად ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქ-ნი ირმა იჩქიტიძე.

0 коммент.:

Отправить комментарий