საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

5 нояб. 2014 г.

ქ.რუსთავის #20 სკოლა ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა". პილოტირებას წელს მეცხრე კლასის მოსწავლეები გადიან. სკოლაში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან,რომელსაც ესწრებოდა ქ.რუსთავის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი მზექალა ბერაძე. პროფორიენტაციის პირველი გაკვეთილი კი 2014 წლის 4 ნოემბერს IXბ კლასში ჩატარდა. პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის ამ გაკვეთილის მიზანი იყო
მოსწავლეებს გაეცნოთ პროფორიენტაციის მიზნები , გაეცნობიერებინათ მომავალი პროფესიის არჩევნის მნიშვნელობა , ინდივიდუალურად მოეხდინათ პიროვნული მახასიათებლის იდენტიფიცირება ჰოლანდის ტიპოლოგიასთან. გაკვეთილის მსვლელობის დროს პედაგოგმა ნ.ბიძინაშვილმა გამოიყენა სხვადასხვა აქტივობა :მინი-ლექცია, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა,პრეზენტაცია. გაკვეთილს ესწრებოდნენ : მ.ბერაძე (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის პროფ.ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს ტრენერი ) ი.იჩქიტიძე ( #20 სკოლის დირექტორი), მ.ჯიმშელაძე(#20 სკოლის სასწავლო ნაწილი )

0 коммент.:

Отправить комментарий