საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

10 нояб. 2014 г.

ჩვენი სკოლა ჩართულია ქართულ პროლონურ პროექტში  "დებატ სკოლა -2014" პროექტის ავტორები არიან საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი " ქართლოსი" და პოლონური  ორგანიზაცია "საერთაშორისო განათლების ცენტრი

8 ნოემბერს რუსთავის N 20 საჯარო სკოლაში  გაიმართა  დებატ-კლუბის დებატები სკოლის პრობლემებთან დაკავშირებით.

დებატები გაიმართა სამ თემაზე :
სკოლის ღობე,
სკოლის ინფრასტრუქტურა
და სკოლის გამწვანება .
ბავშვებმა საინტერესოდ წარმოადგინეს სკოლის პრობლემები. ბავშვებთან ერთად დებატების მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი  პროექტის ტუტორები ქეთი მაღრაძე და გვანცა გრძელიშვილი, ასევე სკოლის პედაგოგები მარინა ნინიაშვილი და ხათუნა ციხელაშვილი.

დებატებს დაესწრნენ  პროექტის თანა- კოორდინატორი ივეტა გოგავა და პოლონელი სტუმარი ბარბარა მაგუტი, სკოლის დირექტორი ქალბატონი ირმა იჩქიტიძე, სკოლის სასწავლო ნაწილი ქალბატონი მანანა ჯიმშელაძე, ფსიქოლოგი ქალბატონი ლია ყულოშვილი. დამრიგებლები მარინა ტაბატაძე, მზია ალთუნაშვილი და ქეთევან ფოფხაძე.
დებატებს  ესწრებოდა მოსწავლეთა თვითმმართველობის   თავმჯდომარე ირაკლი რამიშვილი და მოსწავლეები.



0 коммент.:

Отправить комментарий