საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

5 нояб. 2014 г.

ცაგერის რაიონში, „ლადოობის“ დღესასწაულზე, სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით, სტარტი აიღო აქციამ სახელწოდებით „წელს ვიქცეთ ლექსად“. ამ აქციის ფარგლებში, მოსწავლეები თავიანთ თანატოლებს მათი საყვარელი ქართველი პოეტების ლექსების კითხვაში იწვევენ. აქციაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ მათ მიერ წაკითხული ერთი ლექსის ამსახველი ვიდეო რგოლი გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: poezia@mes.gov.ge 

2014 წლის 19 დეკემბერს 18:00 საათზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული ვიდეო, რომელთაც ყველაზე მეტი მოწონება ექნება. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიებით, ხოლო პირველ ადგილზე გასული მოსწავლის სკოლას გადაეცემა საპატიო სიგელი.

I ადგილზე გასული მოსწავლე მიიღებს 500 ლარს;
II ადგილზე გასული მოსწავლე მიიღებს 400 ლარს;
III ადგილზე გასული მოსწავლე მიიღებს 300 ლარს.
პირველ ადგილზე გასული მოსწავლის სკოლას გადაეცემა საპატიო სიგელი.
პირველი ლექსი სოფელ ბარდნალის ლადო ასათიანის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ილია გურეშიძემ უკვე წაიკითხა და ელოდება გამოხმაურებას.
 გისურვებთ წარმატებებს!

კონკურსის კრიტერიუმები:
ყველა მონაწილემ ვიდეოში მკაფიოდ უნდა დაასახელოს ლექსის ავტორი და სახელწოდება, ასევე, საკუთარი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლა და კლასი)
მონაწილემ უნდა წაიკითხოს მხოლოდ ერთი ლექსი
ლექსი უნდა იყოს ცნობილი ქართველი პოეტის
ვიდეო უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე poezia@mes.gov.ge
არ აიტვირთება ვიდეო, რომელიც არ დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს

0 коммент.:

Отправить комментарий