https://www.facebook.com/video.php?v=1539936356246153&pnref=story
ფიზიკის მასწავლებლებისათვის
10 лет назад
სკოლის ოფიციალური ბლოგი
17 ნოემბერს რუსთავის გ.ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში ჩატარდა სპექტაკლი, სახელწოდებით "სამეფო ზღაპრები". ამ სპექტაკლს დაესწრნენ რუსთავის #20 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც. სპექტაკლი იყო იუმორისტული,ძალიან საინტერესო და სახალისო, რის გამოც მოსწავლეებმა დიდი სიამოვნება მიიღეს და კმაყოფილნი და შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდენ.
15 ნოემბერს მასწავლებელთა სახლში გაიმართა პროექტის "დებატების სკოლა- 2014 " დასკვნითი კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები და სულის ჩამდგმელები იყვნენ "მეგობრობის ხიდი ქართლოსი" და "პოლონეთის სამოქალაქო განათლების ცენტრი".
აღნიშნულ კონფერენციაში ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლის დებატ-კლუბი "ერუდიტორიც" მონაწილეობდა. კონფერენციას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული 16 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. კონფერენცია დატვირთული იყო აქტივობებით და ვორკ-შოუპებით. მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები ფლიფჩარტებზე მათ მიერ პროექტის ფარგლებში დებატების მოსამზადებლად ჩატარებული საქმიანობის შესახებ. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და შთაბეჭდილებები, მიიღეს სიმბოლური საჩუქრები. კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატები და კალენდრები.
14 ნოემბერს ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში (ბიბლიოთეკარი: ნანა დათაშვილი) მე-3 გ კლასში (დამრიგებელი: ირმა ოსიტაშვილი) ჩატარდა კითხვის გაკვეთილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მიხედვით. მოსწავლეებმა პოეტის შესახებ მოიძიებული ინფორმაციის მულტიმედიური პრეზენტაციები წარმოადგინეს და
ქ.რუსთავი , მეგობრობის 35 ა
ტელ.: 0341 22 30 61
ელ-ფოსტა: rustavi20@gmail.com
rusrustavi20@mes.gov.ge