საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

27 нояб. 2014 г.

შეხვედრა პოეტ ბესიკ ზაალიშვილთან

21 ნოემბერს რუსთავის N 20 საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა რუსთაველ პოეტ ბესიკ ზაალიშვილთან. სტუმარმა მოსწავლეებს წაუკითხა ლექსები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. გარდა ამისა, ბავშვები დაინტერესდნენ პოეტის ბიოგრაფიით, მისი პოეზიის არსითა და სიმბოლოებით.



მოსწავლეებმა თავიანთი შეხედულებებიც გამოხატეს და პოეტის უშუალო დამოკიდებულებით გათამამებულებმა საკუთარი ლექსებიც წაიკითხეს. კერძოდ, აკაკი გორგიაშვილმა და დათო კეკელიამ. შემოქმედმა ბავშვებმა საინტერესო რჩევები მიიღეს პოეტ ბესიკ ზაალიშვილისგან.

საღამომ მოსწავლეები ხალისიანი განწობით დამუხტა და მწერლებთან შეხვედრის   ინტერესიც გაუღვივა.

0 коммент.:

Отправить комментарий