საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

16 нояб. 2014 г.

დასკვნითი კონფერენცია "დებატების სკოლა- 2014 "

15 ნოემბერს მასწავლებელთა სახლში გაიმართა პროექტის  "დებატების სკოლა- 2014 " დასკვნითი კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები და სულის ჩამდგმელები იყვნენ "მეგობრობის ხიდი ქართლოსი" და "პოლონეთის სამოქალაქო განათლების ცენტრი".

აღნიშნულ კონფერენციაში  ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლის დებატ-კლუბი "ერუდიტორიც" მონაწილეობდა. კონფერენციას  ესწრებოდნენ პროექტში ჩართული 16 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. კონფერენცია დატვირთული იყო აქტივობებით და ვორკ-შოუპებით. მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები ფლიფჩარტებზე მათ მიერ პროექტის ფარგლებში დებატების  მოსამზადებლად ჩატარებული საქმიანობის შესახებ. მონაწილეებმა  ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და შთაბეჭდილებები, მიიღეს სიმბოლური საჩუქრები. კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატები და კალენდრები.

0 коммент.:

Отправить комментарий