საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

20 дек. 2014 г.

ახალგაზრდული სატელევიზიო პროექტი

ჩვენს სკოლაში ფილმების გადაღება ყოველთვის პოპულარული საქმიანობა იყო . გავიხსენოთ გიორგი ცირეკიძის ,,ცარცის წრე" და ფილმი ფენტეზის ,,წერილი წარსულიდან ", ახლო წარსულში გადაღებული გიგი მაკარიძის ,,ნაბიჯი თანადგომისკენ" (აღარაფერს ვიტყვი უამრავ პაპარაცულ მოკლემეტრაჟიან ვიდეო რგოლზე სკოლის შესახებ). ამჯერად რეჟისურით დაკავდა ხატია პაპიაშვილი. ვუსურვებთ ხატიას წარმატებებსა და გამარჯვებას ამ საინტერესო პროექტში !

 პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართა ახალგაზრდული სატელევიზიო პროექტის ფარგლებში,  ხორციელდება თეატრალურის საკვირაო სკოლის მიერ ქვემო ქართლის ტელეკომპანიის მხარდაჭერით.





პროექტის მონაწილე ახალგაზრდები შეხვდნენ ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ჟურნალისტებს თამარ დაჩიბერიძეს და ტატო გოგოლაძეს.
საუბარი იყო გადაცემის სტრუქტურის, სიუჟეტის მომზადების, ინფორმაციის მოპოვების შესახებ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ტრეინინგს.
ჩვენი გვერდის საშუალებით აქტიურად გაშუქდება პროექტის მიმდინარეობა.

წყარო: https://www.facebook.com/pages/Teatraluris-sakvirao-skola-rustavshi

0 коммент.:

Отправить комментарий