საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

24 мар. 2015 г.

პროექტი ,,მაკულიტერატურა"

ჩვენი სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, #20 საჯარო სკოლა უერთდება მედიასახლ "პალიტრის" გრანდიოზულ ეკოაქციას , რომელიც 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და მაკულატურის შეგროვების მიზნით კლასებს შორის კონკურსს აცხადებს.
მოსწავლეებს შეუძლიათ უსარგებლო მეორეული ქაღალდების, ჟურნალების, რვეულების, წიგნების თუ სხვა ქაღალდის ნაწარმის შეგროვება სკოლაში 30 მარტამდე.
გამოვლინდება ყველაზე აქტიური კლასი, ხოლო შეგროვებული მაკულატურა გადაიცვლება წიგნებში, რათა მოხდეს ბიბლიოთეკის ახალი ლიტერატურით შევსება.
ვფიქრობთ, ეს წამოწყება მოსწავლეებისათვის საინტერესო იქნება და  აქტიურად შეიტანენ  წვლილს   მწვანე საფარის დაცვაში.

აქციეთ მაკულატურა წიგნად!

                                

0 коммент.:

Отправить комментарий