საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

4 мар. 2015 г.

ექსკურსია თეატრში

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წამოწყებულ  პროექტში სკოლის მოსწავლეებისთვის -,,ექსკურსია თეატრში " ჩართულია ჩვენი სკოლის  9 ბ კლასი (დამრიგებელი: ნინო ბიძინაშვილი). 
სასიამოვნო აღმოჩნდა მეცხრეკლასელებისთვის 3 მარტი. ბ-ნი დიმიტრი ღვთისიაშვილი დაუკავშირდა ქალბატონ ნინო ბიძინაშვილს, დეტალურად გააცნო 3 მარტის საექსკურსიო გეგმა და  პროექტის ფარგლებში  ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ექსკურსიასა და სპექტაკლზე: ,,ჩვენ გველის დიდება"- დაპატიჟა პროექტის მონაწილეები.



მოსწავლეებს  საშუალება მიეცათ სტუმრებოდნენ არა მარტო სასურველ თეატრს, არამედ დაეთვალიერებინათ სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტრის და გამნათებლების ოთახები. აგრეთვე დეკორაციები და თეატრალური კოსტიუმები. მოსწავლეებს გააცვნეს თეატრის ისტორია, შეხვდნენ რეჟისორსა და მსახიობებს. ექსკურსიის შემდეგ კი დაესწრნენ წარმოდგენას.

        
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

0 коммент.:

Отправить комментарий