საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

7 окт. 2015 г.

7 ოქტომბერი - თვითმმართველობის არჩევნების დღე N 20 საჯარო სკოლაში

დღეს რუსთავის N 20 საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.
,,ზოგადი განათლების კანონის" მიხედვით მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა   დღეს გააკეთეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თავიანთი წარმომადგენლების შესარჩევად.
დარეგისტრირებული იყო 46 კანდიდატი. საბაზო საფეხურიდან 35, ხოლო საშუალო საფეხურიდან - 11 მოსწავლე. კანდიდატებმა არჩევნებამდე გამოაქვეყნეს თავიანთი საარჩევნო პროგრამა.
 

დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში წინასაარჩევნო მზადებამ.
                  


დაიბეჭდა ბიულეტინები, მოეწყო საარჩევნო ოთახი, კომისიის წევრებში გადანაწილდა ფუნქციები და არჩევნები დაიწყო.....




              













მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვეალეობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრონციპის დაცვით.
 არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ ,,დემოკრატიული სკოლის" და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები,  იღებდა ქვემო ქართლის ტელევიზია.



არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 300-მდე მოსწავლემ. ხმის დამთვლელმა კომისიამ გამოავლინა ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული კანდიდატები.









0 коммент.:

Отправить комментарий