საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

7 окт. 2015 г.

ფოტოკონკურსი GENN

მოსწავლეების საყურადღებოდ! 

როგორც მოგხსენებთ, CENN-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში  ახორციელებს პროექტს ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა სკოლებთან.
ასევე მოგეხსენებათ, რომ  CENN-ი ამ პროექტის ფარგლებში მეორე წელია ატარებს ფოტოკონკურსს ”ფოტოსინტეზი” სკოლის მოსწავლეებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით.  წელს  კონკურსის თემაა : „საქართველოს ფაუნა - ფოტოგრაფია VS  ნადირობა“.  
საკონკურსო პერიოდი: 11 მაისი, 2015  –  21 მარტი, 2016
      I ტური – სასკოლო ფოტოგამოფენა/სტენდი, გამარჯვებულების შერჩევა (2016 წლის 1 იანვრამდე)
II ტური – რეგიონული ფოტოგამოფენები, გამარჯვებული ფოტოებისა და სტენდების გამოვლენა და დაჯილდოვება (2016 წლის 1 მარტამდე)
     III ტური – ეროვნული ფოტოგამოფენა, ნიკო კეცხოველის სახელობის I, II და III ხარისხის პრემიების გადაცემა (2016 წლის 21 მარტი)
გთხოვთ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია თქვენი სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს  და აქტიურად ჩაერთოთ აღნიშნულ კონკურსში. ასევე გთხოვთ გამომგვიყოთ თქვენი სკოლიდან ერთი საკონტაქტო პირი ( სასურველია ბოტანიკის ან გეოგრაფიის მასწავლებელი), რომელთანაც ჩვენ გვექნება მუდმივი კონტაქტი და რომელსაც გადმოუგზავნით კონკურსის პრეზენტაცის და მასალებს. 
საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელეფონი და ელ-ფოსტა გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
გიორგი დემურაშვილი
599 21 92 11

0 коммент.:

Отправить комментарий