საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

3 окт. 2016 г.

2016-2017 სასწავლო წლის საზეიმო ღონისძიება



კიდევ ერთხელ აწკრიალდა სკოლის ზარი!....  აჟრიამულდა გარემო, 106 პირველკლასელი მიუჯდა დღეს მერხს, რომელზეც  ,,დედაენასთან" ერთად ბუკი, ფერადი ბუშტები და ქართული ზღაპრები დახვდათ.  ყველა: მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სკოლის კურსდამთავრებულები შეიკრიბნენ საზეიმო ღონისძიებაზე. მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ირმა იჩქიტიძემ, დეპუტატმა თენგიზ ტაბატაძემ, სკოლის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა მანანა ჯიმშელაძემ, სკოლის ოქროს მედალოსანმა, აწ უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სოფიკო ჩიხრაძემ, ვერცხლის მედალოსანმა სამედიცინოს სტუდენტმა ანა თაყაძემ, პირველკლასელებმა.





  

წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ მეოცესკოლელებო! თვალებში სიხარული, გულში - სითბო და სიყვარული არ დაგლეოდეთ! იმედია, ამ სკოლის კედლებში შეძენილი ცოდნა ნაყოფიერი აღმოჩნდება ყველა თქვენგანისთვის და თქვენს აღმზრდელებსაც გაახარებთ თქვენი მიღწევებით.

0 коммент.:

Отправить комментарий