საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

26 окт. 2016 г.

ჩვენი სტუმრები

25 ოქტომბერს, რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების პროგრამის ფარგლებში სემინარი გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია და ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის ტექნ.დირექტორი, ოსტატი, მე-7 დანის მფლობელი ავთანდილ მიქაძე უძღვებოდნენ.
გუბერნატორის მორიგი ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონის სასკოლო დაწესებულებებში ახალი პროგრამების დანერგვას შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტთა მონაწილეობით. მოსწავლე-ახალგაზრდობის ფსიქოლოგიური და ფიზიკური სრულყოფის მიზნით, იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდების ჩაბმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოში აღიარებული საბრძოლო ხელოვნებებისა და ქართული ჭიდაობის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დამყარებული მეთოდოლოგიების გამოყენება.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მზაობასა და სასურველი სპორტის სახეობების სწორად შერჩევას. აღნიშნული კი საგრძნობლად შეამცირებს დაავადებების რისკსა და რიცხვს ახალგაზრდებში, რაც მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელი უკეთესი გარემოს შექმნის წინაპირობაა.

  




0 коммент.:

Отправить комментарий