საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

24 апр. 2015 г.

თსუ საჯარო და კერძო სკოლებისათვის კონკურსს ,,შექმენი შენი სლოგანი” აცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი, ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულებაზე არსებული თსუ ეკო კლუბი და ქალაქ ხაშურის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი გთავაზობთ კონკურსს ,,შექმენი შენი სლოგანი“.
უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას, მიღებული ცოდნის საზოგადოებამდე მიტანას. კონკურსი სთავაზობს სკოლას, წარმოადგინოს სლოგანი (დევიზი), რომელიც ეხება:
  • გარემოსდაცვით პრობლემატიკას
  • განათლებას
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას
თითოეულ სკოლას შეუძლია წარმოადგინოს სამი სლოგანი, ზემოთ ჩამოთვლილი სამი სფეროდან ცალ-ცალკე, ორი სლოგანი ორი სფეროდან, ან ერთი სლოგანი ერთი სფეროდან მაინც.    
სლოგანის შექმნისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
ა) სლოგანი უნდა იყოს მოკლე, მაქს.10 სიტყვა;
ბ) არ უნდა იყოს ეთნიკური, რელიგიური, გენდერული დისკრიმინაციის შემცველი;
გ) არ უნდა წარმოადგენდეს ცნობილი გამონათქვამების კოპირებას;
დ) აქცენტი რეალურ პრობლემაზე  უნდა იყოს  გაკეთებული.
სლოგანების კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
  • პირველი ეტაპი მოიცავს კონკურსის შესახებ ინფომრაციის გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებ- გვერდზე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის და თსუ ეკო კლუბის ფეისბუქ გვერდებზე, რეგიონების და თბილისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ინფორმირებას, რათა მათ ეს ინფორმაცია სკოლებს გადაუგზავნონ.
  • კონკურსის მეორე ეტაპზე  მოხდება სკოლის მიერ სლოგანის (სლოგანების) შექმნა და  ელექტრონულ ფოსტაზე junior@tsu.ge გადმოგზავნა.
  • კონკურსის მესამე ეტაპი მოიცავს შემოსული სლოგანების განთავსებას თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე და ფეისბუქ „მოწონებების“ (Like-ების) კონკურსის დაწყებას. თსუ საბავშვო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამი თემატური სფეროს მიხედვით სლოგანების განთავსებას, სადაც ერთიანად დაფიქსირდება შესაბამის სფეროში შემოსული სლოგანი, სლოგანის ავტორი და სკოლა. კონკურსის ამ ეტაპზე მონაწილეები ვერ დაინახავენ შემოსულ მოწონებებს.
  • კონკურსის მეოთხე ეტაპზე გაიხსნება კონკურსის ჩატარების პროცესში შემოსული ინფორმაცია, მონაწილეებსა და საკონკურსო კომისიას ექნებათ შესაძლებლობა  გადაამოწმონ მონაცემები;  ყოველი თემატური ჯგუფიდან გამოვლინდება ყველაზე მეტი მოწონების მფლობელი სლოგანი, რომელიც შემდეგ დაჯილდოვდება უნივერსიტეტის დიპლომით და სიმბოლური საჩუქრით.
    ფეისბუქზე მოწონებების დაგროვების წესი
შემოსული სლოგანები ფეისბუქზე შემდეგი წესით განთავსება:
სლოგანი; სკოლა; შეფასება (მოწონება)
ბ) თითოეული ფეისბუქ მომხმარებლისგან ყოველ თემაზე მხოლოდ ერთი სლოგანის მოწონებაა შესაძლებელი;
გ) თითოეულ სლოგანზე გაკეთებული არჩევანის შეცვლა შესაძლებელია კონკურსის მესამე ეტაპის დასრულების მომენტამდე;
დ) სლოგანის მოწონება შეუძლია ფეისბუქის ყველა მომხმარებელს, რომელიც 2015 წლის 1 იანვრამდეა გაწევრიანებული ფეისბუქში;
ე) კონკურსის მესამე ეტაპის ამოწურვის შემდეგ მოწონებები აღარ მიიღება;
ვ) კონკურსზე მიღებული მოწონებების შემთხვევითი შერჩევის წესით  გადამოწმების საშუალება ექნება როგორც საკონკურსო კომისიას, ასევე მონაწილეებს;
ზ) წესების  დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სკოლა მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ჩატარების განრიგი
  • კონკურსის პირველი ეტაპი – ინფორმირება – დაწყების დრო – 2015 წლის 21 აპრილი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი – სლოგანების შექმნა – დაწყების დრო 2015 წლის 26 აპრილი, 00:00 სთ, დასრულების დრო 2015 წლის 8 მაისი 24:00 სთ;
  • კონკურსის მესამე ეტაპი – მოწონებების დაგროვება – დაწყების დრო 2015 წლის 10 მაისი, 00:00 სთ, დასრულების დრო 2015 წლის 24 მაისი 24:00 სთ;
  • კონკურსის მეოთხე ეტაპი – 24 მაისი 24:00 სთ-დან – მონაწილეების სიისა და შემოსული მოწონებების  გახსნა, გადამოწმების დასრულება 27 მაისის 24.00-სთ;
  • გამარჯვებულის ინფორმირება  – 28 მაისი 10.00 – 16.00სთ.
გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართება 2015 წლის 30 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუში 14:00 სთ-ზე.

0 коммент.:

Отправить комментарий