საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

19 апр. 2017 г.

ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადა

საქართველოს მასშტაბით ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადის შესარჩევი ტური 8 აპრილიდან დაიწყო და რუსთავის რუსთაველის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა. ჩვენი სკოლიდან მონაწილეობას იღებდა II-VI კლასის 27 მოსწავლე. ქართული ენის ოლიმპიადა მიზნად ისახავდა ქართველ და არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდას, მოსწავლეებში წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავებას, კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერებას, ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნების მეტად აღქმისა და გაცნობიერების უნარის გაზრდას. ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ წახალისებას. წელს ოლიმპიადა კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში იმართება. პროექტში საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოსწავლეებიც არიან ჩართულები, რომლებიც საკუთარ მიღწევებს სწორედ ოლიმპიადაზე გამოავლენენ. ოლიმპიადის პირველი ტური 8 აპრილს ჩატარდა სამი მიმართულებით: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი, საუკეთესო მუსიკალური ნომერი. ჩვენმა მოსწავლეებმა ოლიმპიადაში თავი ისახელეს და სამივე კატეგორიაში მოიპოვეს წარმატება. საუკეთესო კალიგრაფთა შორის მოხვდა მე-6ა კლასის მოსწავლე დეა გონგაძე (მასწავლებელი: მარინე ტაბატაძე), მხატვრული კითხვის ოსტატთა მეორე ტურში გადავიდა მე-4ბ კლასის მოსწავლე ანა ზამთარაძე (მასწავლებელი: თეა შუბითიძე), ხოლო საუკეთესო მუსიკალური ნომრით მეორე ტურში მე-6ბ კლასის მოსწავლე ბაჩო პაქსაშვილი (მასწავლებელი: მაია ვეფხოშვილი) წარსდგება ჟურის წინაშე. წარმატებებს ვუსურვებთ ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადის დახურვის ცერემონია ტრადიციულად აპრილის თვეში გაიმართება და იგი დედა ენის დღეს მიეძღვნება. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!....

0 коммент.:

Отправить комментарий