საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

21 дек. 2014 г.

20 დეკემბერს, რუსთავის სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია - ,,პოზიცია მედალი''. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის სკოლების წარმომადგენლებმა. კონკურსის სპონსორი იყო ,,GIZ'' (გიზი - გერმანული თანამშრომლობის საერთაშორისო თანამეგობრობა). 
კოფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები: სოფო ჩიტიშვილი, მარიამ გიგაური, თიკა სულთანიშვილი და თვითმმართველობის თავმჯდომარე ირაკლი  რამიშვილი.



მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და საჩუქრად წიგნი - სამართლის ქალაქი. გარდა ამისა ჟიურის წევრებმა შეარჩიეს სამი საუკეთესო სკოლა, რომელებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ. საუკეთესო სამეული კი ასე გადანაწილდა - 
პირველი ადგილი _ მე-17 საჯარო სკოლა.
მეორე ადგილი _ მე-20 საჯარო სკოლა.
მესამე ადგილი_ მე-5 საჯარო სკოლა

წარმატებები მეოცესკოლელებო!.....



0 коммент.:

Отправить комментарий