საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

28 дек. 2014 г.

„ფოტო-სინთეზი“ კონკურსი და ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია

22 დეკემბერი –  21 მარტი

ფოტოკონკურსის თემატიკა:
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოები (დადებითად ან უარყოფითად) უნდა ასახავდეს ტყეებთან და სატყეო დარგთან დაკავშირებულ შემდეგ ასპექტებს:
·         ტყეები და ტყის ეკოსისტემები
·         ცოცხალი სამყარო და ბიომრავალფეროვნება
·         გლობალური კონტექსტი
·         ტყის ფასეულობები /სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური/
·         სატყეო პრობლემატიკა და ისტორია
·         ტყის ფუნქციები /ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რეკრეაციული, საკონსერვაციო/
·         ტყის დაცვა
·         ტყის მოვლა-აღდგენა
·         ტყეთსარგებლობა
·         გადამუშავება/პროდუქცია
·         გამოყენება
·         გათბობა/შეშა/შეშის ღუმელები
·         სკოლა და ტყე
·         ადამიანი /ტყესთან მიმართებაში/
ფოტოკონკურსში მონაწილეობის წესები:
·         კონკურსში მონაწილეობისთვის დარეგისტირდით ვებგვერდზე forestry.cenn.org
·         ატვირთეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტო/ფოტოები აღნიშნულ ვებ-გვერდზე;
ატვირთული ფოტოები, რომლებიც შეესაბამება თემატიკას, განთავსდება CENN-ის Facebook-ის გვერდზეhttps://www.facebook.com/ThinkNaturally
·         ფოტოების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 თებერვალი

0 коммент.:

Отправить комментарий