საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

1 дек. 2014 г.

კონკურსი ,,ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია"

        სკოლაში ისტორიის კვირეული დაიწყო. დაგეგმილ  საინტერესო ღონისძებათა შორის, დღევანდელი კონკურსი ერთ-ერთი მათგანი იყო. ყველაფერი კი ასე დაიწყო....





        9ბ კლასის მოსწავლეებს ქეთი ნარიმანიძესა და მერი მუმლაძეს გაუჩნდათ იდეა ჩაეტარებინათ ისტორიული კონკურსი. მათი  ინიციატივა  მოწონებული იქნა სკოლის დირექტორისგან და    ისტორიის პედაგოგებისა და კლასის დამრიგებლების დახმარებით 1 დეკემბერს გაიმართა ვიქტორინა-კონკურსი: ,,ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია" მეშვიდე-მერვე კლასის მოსწავლეებისათვის. კონკურსში  ოთხი მოსწავლისაგან შემდგარი 6 გუნდი იღებდა მონაწილეობას. თითოეულ მათგანს მოფიქრებული ჰქონდა გუნდის სახელი, რაც კონკურსის დაწყებამდე გააცვნეს ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებას.




კონკურსი  4 ეტაპისგან  შედგებოდა და მცირექულიანი ეტაპობრივად ეთიშებოდა თამაშს.,,ბრძოლა" საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა.



 


        კონკურსის ჟიურიში მოწვეული იყვნენ ქ. რუსთვის მუზეუმის თანამშრომლები და სკოლის დირექტორი.
 



         






          ეტაპებს შორის მაყურებლებისთვისაც იყო ნაჩვენები სლაიდები და დაისვა შეკითხვები. სწორი პასუხების შემთხვევაში გულშემატკივრებსაც შეეძლოთ დამატებითი ქულებით დახმარებოდნენ თავიანთ თანაკლასელებს.

        მესამე ეტაპისთვის უკვე პირველობისთვის ერთმანეთს ეჯიბრებოდა 7ბ, 7ა და 8ბ კლასის გუნდები. მაყურებლებისა და მონაწილეების მიერ მოპოვებული ქულებით  გაიმარჯვა 7ბ კლასის გუნდმა. 


         გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ისტორიის კვირეულის სხვადასხვა ღონისძიებებში გამოვლენილ მონაწილეებთან ერთად  საზეიმო დაჯილდოვების საღამოზე.

0 коммент.:

Отправить комментарий