რუსთავის #20 სკოლის მოსწავლეებისთვის უცხო არ არის ლექსო გელაშვილის სახელი. წელს კიდევ ერთხელ შედგა მასთან შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მარინე მიმინოშვილის ორგანიზებითა და სკოლის დირექციის მხარდაჭერით.
თუმცა ამ შეხვედრას წინ უძღოდა ლ. გელაშვილის ფილმის, ,,ლაზარეს", ჩვენება, რომელმაც მნახველებში გამოიწვია მოწონება, აღფრთოვანება და იქვე დაიბადა შეკითხვები, რომლებსაც ავტორზე უკეთ, ალბათ ვერავინ უპასუხებდა და გაჩნდა იდეაც, ლექსოსთან შეხვედრის.
ტკბილქართულით უამბო შეკრებილ მოსწავლეებს ბატონმა ლექსომ ქართველთა წარსული და შეახსენა ღვთის ხატად გაჩენილი ადამის მოდგმის ამქვეყნიური დანიშნულება.საინტერესო მაგალითებითა და ფაქტებით გასცა კითხვებს პასუხი და კიდევ ერთი საინტერესო დღე აჩუქა ახალგაზრდებს.

0 коммент.:
Отправить комментарий