საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

26 дек. 2014 г.

მოდის წელი ახალი...

მალე შემოაბიჯებს ახალი 2015 წელი!  წელი, რომელსაც ახალი იმედები, რწმენა, სიკეთე,  სიხარული, ბარაქა და ბედნიერება მოაქვს თითოეული ჩვენგანისთვის.
განსაკუთრებით ხომ პატარებს ახარებთ ახალი წლის სტუმრობა და ძველის გაცილება?! სწორედ ამგვარი განწყობა სუფევს ქ.რუსთვის #20 საჯარო სკოლაში. ყოველდღე, ერთმანეთს ენაცვლებიან პატარები სკოლის სცენაზე თავიანთი წარმოდგენებით. მათ შეძლეს  სიმღერებით, ლექსებით, ცეკვით გაელამაზებინათ მშობლებისა და თავიანთ აღზრდელ-პედაგოგებისათვის დღე.
აი, ისინიც.
მე-2 ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნინო ჯიმშელაძე) თავიანთი საახალწლო წარმოდგენით

 მე-2 გ კლასი (დამრიგებელი: ნინო მოდებაძე)


თოვლის ბაბუაც გვესტუმრა საჩუქრებით
1-ლი კლასი (დამრიგებელი: მაია კორაშვილი) საშობაო ზღაპრით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და გააცოცხლეს ზღაპრების გმირები

მე-4 კლასის (დამრიგებელი: თეა გოზალიშვილი) მოსწავლეებმა მხიარული საახალწლო შეჯიბრება მოაწყვეს და მშობლებთან ერთად ავიდნენ სცენაზე. თვითონაც ისიამოვნეს და მაყურებლის აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. საგონებელში მხოლოდ ჟიური ჩააგდეს.
შეჯიბრის გახსნა

სიმღერა მშობლებთან ერთად

საახალწლო ზეიმი გრძელდება....

0 коммент.:

Отправить комментарий