საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

1 дек. 2014 г.

,,მხიარული სტარტები"

           ორგანიზაცია ააიპ ,,ახალგაზრდა ინიციატორების" კლუბის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია პაპიაშვილი, რომლის ინიციატივამ მეოცე სკოლაში მოუყარა თავი  თანატოლებს.
          პროექტის ,,ლიდერობის უნარების განვითრება  მოსწავლეებში"  ახალი ეტაპის დაწყებისთანავე, რომელიც გულისხმობდა მოსწავლეების მიერ საკუთარ თემსა თუ სკოლაში დაგეგმილი მინი პროექტების განხორციელებას, ხატიას პროექტი: ,,მხიარული სტარტები"  წარმატებული აღმოჩნდა.   


          და დადგა პროექტის განხორციელების დღეც.
     სპორტდარბაზში გამოფენილი იყო ჯანსაღი ცხოვრების ამსახველი პლაკატები, რომლებიც  #20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს.

          ,,მხიარულ სტარტებში" მონაწილეობა მიიღეს ქ.რუსთავის  საჯარო და კერძო სკოლების  (#13, 10, 25, 6, ,,მზეკაბანის" ) მოსწავლეებმა.
          ორ გუნდად განაწილებული მოსწავლეები სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.


         შეჯიბრებას ესწრებოდნენ ,,ახალგაზრდა ინიციატორების" წარმომადგენლები, ქალბატონები ნატალია ღონღაძე, ია თბუკაშვილი და ამერიკელი მოხალისე სარა ფროჯი.

,,მხიარულ სტარტების"ჟიურიში ისხდნენ მოწვეული სტუმრები:  თვითმმართველი ქ.რუსთავის განათლების განყოფილების უფროსი, ახალგაზრდული ცენტრის  წარმომადგენლები და სკოლის დირექტორი,  მსაჯობდნენ სკოლის სპორტის მასწავლებლები.

        შეჯიბრება დამთვრდა ანგარიშით 53:47. გამარჯვება ერთ-ერთმა გუნდა მოიპოვა, თუმცა უსაჩუქროდ არავინ დარჩენილა. სკოლის დირექციამ მონაწილეები და გამარჯვებულები დააჯილდოვა სიგელებით, ხოლო ,,რუსთავის ახალგაზრდულმა ცენტრის" წარმომადგენლებმა - სასაჩუქრე პაკეტებით. 
         ხატიას პროექტმა გარდა იმისა რომ  კიდევ ერთხელ დააახლოვა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები,   ერთი საინტერესო და სახალისო დღეც  აჩუქა მათ.


მხიარული სტარტები by Slidely Slideshow



0 коммент.:

Отправить комментарий