საკანონმდებლო

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

23 дек. 2014 г.

ლიტერატურული კონკურსი

მღელვარე პაექრობა გამოუვიდათ მე-5 კლასელებს (ქართულის პედაგოგები: მ. მიმინოშვილი, ნ.დათაშვილი). ერთმანეთს პარალელური კლასების  გუნდები ეჯიბრებოდნენ და ცდილობდნენ მოეხიბლათ ჟიური და დაერწმუნებინათ მაყურებელი, თუ როგორ უყვართ მშობლიური ენა და ლიტერატურა.
სამი ბავშვებისთვის საყვარელი მწერლის: ნოდარ დუმბაძის, რევაზ ინანიშვილისა და გოფერძი ჩოხელის შესახებ მოძიებული მასალებით შექმნილი გაზეთების პრეზენტაცია შეცვალა კითხვა-პასუხების ტურმა, შემდეგ მწერალთა  შემოქმედებიდან  ეპიზოდების მხატვრულმა კითხვამ და, ბოლოს, ინსცენირებამ.






მიუხედავად იმისა, რომ მე-5 ბ და მე-5 გ კლასები ღირსეულად ცდილობდნენ ნასწავლის წარმოჩენას, გამარჯვება მე-5 ა კლასმა მოიპოვა.



0 коммент.:

Отправить комментарий